13.9.16

მეოთხე დღის რეფლექსია

დღე დავიწყეთ საშინაო დავალების შემოწმებით;

ტრენერმა გაგვაცნო შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები;

გაგვაცნო შეფასების გზამკვლევი, რომელითაც შეიძლება ვიხელმძღვანელოთ პროექტისთვის  შეფასების მეთოდებისა და ინსტრუმენტების განსაზღვრისას;

პრაქტიკული სამუშაოს დროს მსმენელებმა პროექტებისთვის შევქმენით შეფასების სტრატეგიები და ინსტრუმენტები გზამკვლევის გამოყენებით;

შესვენების შემდეგ განვიხილეთ დავალება, ვიმსჯელეთ შეფასების სახეებსა და მნიშვნელობაზე მოსწავლეების უნარების განვითარებისათვის. ტრენერი გვაძლევდა კვალიფიციურ უკუკავშირს, გვეხმარებოდა შეფასების ინსტრუმენტების შერჩევასა და ეფექტური სტრატეგიების შერჩევაში.

დღის ბოლოს მივიღეთ დავალება:
დავასრულოთ გეგემის ყველა პუნქტის გაწერა.

ვფიქრობ დღე იყო საინტერესო და  ნაყოფიერი.



Комментариев нет:

Отправить комментарий