12.9.16

მესამე დღის რეფლექსია

დღე დავიწყეთ საშინაო დავალების პრეზენტაციით. მსმენელებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი გაზეთები და ბროშურები.


გაზეთი "მზე და პლანეტები"





ტრენერი გვაძლევდა მყისიერ უკუკავშირს და გვეხმარებოდა ხარვეზების გასწორებაში.

შემდეგ  გვესაუბრა როგორ გავწეროთ პროექტის სტანდარტი და მიზნები. გაგვაცნო მიზნების უკეთ ფორმულირებისათვის საკვანძო სიტყვები.

ვისაუბრეთ კითხვის დასმის სპეციფიკაზე. რა განსხვავებაა ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს შორის.

გავეცანით მიმართულების მიმცემი კითხვების მაგალითებს.

დღის ბოლოს ტრენერმა მოგვცა დავალება: დავწეროთ პროექტისთვის საგნობრივი სტანდარტი ეროვნული გეგმის მიხედვით და სტანდარტიდან გამომდინარე დავწეროთ პროექტის მიზნები.

ტრენინგის მესამე დღე  იყო ინტენსიურად დატვირთული, საინტერესო და შემეცნებითი.

Комментариев нет:

Отправить комментарий