26.9.16

მეექვსე დღის რეფლექსია

გავეცანით მოსწავლეთა ნამუშევრებს და თავადაც შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევრები  Power Point -ში. მოვიძიეთ და გადმოვიქაჩეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომისთვის რესურსები: ფონები და მოძრავი სურათები.

დღე იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. 

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგზე ვისაუბრეთ საავტორო უფლებების ნორმებზე.
ვისწავლეთ ბიბლიოგრაფიის შექმნა საავტორო უფლებების დასაცავად.
ტრენერმა გაგვაცნო უკუკავშირის სახეები და კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგადი წესები.

13.9.16

მეოთხე დღის რეფლექსია

დღე დავიწყეთ საშინაო დავალების შემოწმებით;

ტრენერმა გაგვაცნო შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები;

გაგვაცნო შეფასების გზამკვლევი, რომელითაც შეიძლება ვიხელმძღვანელოთ პროექტისთვის  შეფასების მეთოდებისა და ინსტრუმენტების განსაზღვრისას;

პრაქტიკული სამუშაოს დროს მსმენელებმა პროექტებისთვის შევქმენით შეფასების სტრატეგიები და ინსტრუმენტები გზამკვლევის გამოყენებით;

შესვენების შემდეგ განვიხილეთ დავალება, ვიმსჯელეთ შეფასების სახეებსა და მნიშვნელობაზე მოსწავლეების უნარების განვითარებისათვის. ტრენერი გვაძლევდა კვალიფიციურ უკუკავშირს, გვეხმარებოდა შეფასების ინსტრუმენტების შერჩევასა და ეფექტური სტრატეგიების შერჩევაში.

დღის ბოლოს მივიღეთ დავალება:
დავასრულოთ გეგემის ყველა პუნქტის გაწერა.

ვფიქრობ დღე იყო საინტერესო და  ნაყოფიერი.



12.9.16

მესამე დღის რეფლექსია

დღე დავიწყეთ საშინაო დავალების პრეზენტაციით. მსმენელებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი გაზეთები და ბროშურები.


გაზეთი "მზე და პლანეტები"





ტრენერი გვაძლევდა მყისიერ უკუკავშირს და გვეხმარებოდა ხარვეზების გასწორებაში.

შემდეგ  გვესაუბრა როგორ გავწეროთ პროექტის სტანდარტი და მიზნები. გაგვაცნო მიზნების უკეთ ფორმულირებისათვის საკვანძო სიტყვები.

ვისაუბრეთ კითხვის დასმის სპეციფიკაზე. რა განსხვავებაა ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს შორის.

გავეცანით მიმართულების მიმცემი კითხვების მაგალითებს.

დღის ბოლოს ტრენერმა მოგვცა დავალება: დავწეროთ პროექტისთვის საგნობრივი სტანდარტი ეროვნული გეგმის მიხედვით და სტანდარტიდან გამომდინარე დავწეროთ პროექტის მიზნები.

ტრენინგის მესამე დღე  იყო ინტენსიურად დატვირთული, საინტერესო და შემეცნებითი.

11.9.16

მეორე დღის რეფლექსია

მეორე დღე დავიწყეთ იდეების გენერირებით.
ყველა მსმენელმა ჩამოაყალიბა თავისი იდეა პროექტისთვის.
გავიგეთ როგორ დავამზადოთ ბროშურა და გაზეთი  Education Viewer-იდან შაბლონების გამოყენებით.
 შევქმენით ბლოგები.

დღის ბოლოს მივიღეთ დავალება: შვქმნათ გაზეთი ან ბუკლეტი ჩანახატებითა და საინფორმაციო სურათებით.

9.9.16

პირევლი დღის რეფლექსია



მისალმების შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის მიზანი. გავიგეთ რომ ტრენინგის მოდულის ფარგლებში შევისწავლით პროექტებით სწავლებას, ბუკლეტისა და გაზეთის შექმნას.

შემდეგ ვნახეთ ფილმი "Классный кеес" რომელშიც ყურადღება იყო გამახვილებული პროექტებით სწავლების უპირატესობაზე.

შევქმენი ტრენინგისთვის საჭირო სამუშაო საქაღალდეები.

ტრენერმა გაგვაცნო Viewer-ის Offline და Online მუშაობის პრინციპები: როგორ მოვიძიოთ პროგრამაში ჩვენთვის საჭირო მასალა, როგორ ვნახოთ და შევინახოთ საქაღალდეში.

ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების დადებით და უარყოფით მხარეებზე

დღის ბოლოს მივიღეთ დავალება: შევიმუშაოთ პროექტის თემა და მოვიფიქროთ პროექტისთვის საჭირო აქტივობები.