15.10.16

კურსის რეფლექსია

8 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით. გავიარეთ  ინტელის საგანმანათლებლო კურსი "პროექტებით სწალება"
კურსის ფარგლებში გავიგეთ და გავაცნობიერეთ პროექტებით სწავლების მნიშვნელობა სასწავლო პროცესის   უკეთ დაგეგმვასა და ჩატარებაში.
შევქმენით პორტფოლიო, ბლოგები, პრეზენტაციები, გაზეთები და ბუკლეტები.
გავწერეთ ჩასატარებელი პროექტის გეგმა, შევქმენით პროექტისთვის საჭირო რესურსები, შეფასების რუბრიკები,
პროექტებით სწავლება მოსწავლეებს აუმაღლებს სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვის სურვილს, განუვითარებს მაღალ სააზროვნო და სოციალურ უნარებს, დაგვეხმარება ჩავრთოთ სასწავლო პროცესში მშობლები.

2.10.16

მერვე დღის რეფლექსია

ვისაუბრეთ პროექტის გეგმის კომპონენტებზე.

ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების მნიშვნელობაზე.

შვავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების შესახებ.

გეგმაში გავწერეთ სპეციალური საჭიროების მქონე, უცხო ენოვანი და ნიჭიერი ბავშვებისთვი, რა აქტივობები შსეიძლება გამოვიყენოთ ჩვენი გეგმის ფარგლებში.

ვისაუბრეთ ფასილიტაციის შესახებ.
ვნახეთ მაგალკითები ფასილიტაციის კითხვებით.

შევისწავლეთ Power Point-ის ფორმატში სხვა ფორმატის ფაილის ჩასმა  პრეზენტაციის ბლოგზე გამოქვეყნება..




მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შაბლონი



პროექტის "მზე და პლანეტები" გეგმა


1.10.16

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგი დაიწყო საშინაო დავალების შემოწმებით.
შემდეგ გავეცანით მოსწავლეთა შეფასების პრინციპებს.
რა განსხვავებაა განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს ორის.
ვისაუბრეთ თვითშეფასებაზე.
შევადგინეთ თვითშეფასების ჩეკლისტები და რუბრიკები.
ვისაუბრეთ რა  მსგავსება და განსხვავებაა ჩეკლისტებსა და რუბრიკებს შორის და როგორ უნდა გამოვიყენოთ.
 შევადგინეთ შეფასების ფორმები და რუბრიკები ჩვენი გეგმისთვის.
 გავეცანით პრეზენტაციის კრიტერიუმების ჩამონათვალს.

დღის ბოლოს მივიღეთ დავალება:
დავასრულოთ შეფასების რუბრიკების გაწერა ჩვენი პროექტებისთვის
და მოვამზადოთ პროექტის პრეზენტაცია.

დღე იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.